ფრენის ბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით – TKT FLY

TKT FLY-ს მოგზაურობის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს. თინეთის ეკოსისტემაში შემავალი პლატფორმა, Global Distribution System-ის და ავიაკომპანიების პირდაპირი საინვენტარო სისტემის ინტეგრაციის (NDC) პირველი ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რაც მომხმარებლისთვის ნიშნავს კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასებს თვითმფრინავის ბილეთების შეძენისას, ვებგვერდზე გამარტივებულ ნავიგაციას და მომავალში უამრავ სიახლეს. პლატფორმაზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია 400 – ზე მეტი ავიაკომპანია.

 TKT FLY-ის მთავარი უპირატესობები, რომლებიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას ისახავს მიზნად, მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სერვისებს, როგორიცაა: 

  • 24/7-ზე ქართულენოვანი მხარდაჭერის გუნდის მომსახურება; 
  • მარტივი და მომენტალური გადახდა ლარში, კურსთა შორის სხვაობის გარეშე;
  • მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს,  მიუთითოს სხვადასხვა ავიაკომპანიის ლოიალობის ნომერი (frequent flyer number), არსებობის შემთხვევაში.
  • ასევე შესაძლებელია სპეციფიკური საჭიროებების მითითება (ალერგიები, ეტლით მგზავრობა და ა.შ.)

TKT FLY მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, MULTI CITY- ის ფუნქციონალის საშუალებით, რამდენიმე მარშრუტი ერთდროულად დაგეგმოს, რისთვისაც მხოლოდ ერთი ყიდვის ოპერაციის შესრულებაა საჭირო.  

TKT FLY-ს გამორჩეულად კომფორტულს ხდის ის ფაქტიც, რომ ყველა ავიაკომპანიას ეძლევა შესაძლებლობა საქართველოში დაგეგმოს სხვადასხვა პრომო აქტივობები ფრენის კონკრეტულ მიმართულებებზე.

TKT FLY თინეთის ეკოსისტემაში შემავალი ციფრული პლატფორმების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანებისთვის მუდმივად განვითარებადი, ინოვაციურ მიდგომებზე დაყრდნობილი პროდუქტის შეთავაზებას, რაც დადებითად აისახება როგორც მომხმარებლის ყოველდღიურობაზე, ასევე მნიშვნელოვანია ზოგადად კონკურენტული ბაზრის განვითარებისა და ახალი სტანდარტების დანერგვისათვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *