როგორ გავყიდო და ვიყიდო მეორადი ნივთები სახლიდან გაუსვლელად?

ხშირად ბევრი ისეთი ნივთი გვიგროვდება, რომლის გამოყენებასაც ან ინტერესების ცვლილების გამო ვეღარ ვახერხებთ, ან უბრალოდ სიახლეების წყურვილით სხვა რამით გვსურს ჩავანაცვლოთ.

ასეთ შემთხვევებში, ჩვენს ძველ ნივთებთან დამშვიდობების ორი საუკეთესო გზა არსებობს: ვაჩუქოთ ადამიანს, რომელსაც ეს ნივთი ძალიან გაახარებს ან განვათავსოთ მეორადი ნივთების ყიდვა-გაყივდის ვებგვერდზე და მისი გასხვისებით შესაბამისი ანაზღაურებაც ავიღოთ, თანაც ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად. 

სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ გამოყენებული ნივთების ყიდვა-გაყიდვა საგრძნობლად გაგიმარტივდეთ, ეს მცირე ბლოგი მოგიმზადეთ: 

როგორ გავყიდო ან ვიყიდო მეორადი ნივთები სახლიდან გაუსვლელად? 

როდესაც მეორადი ნივთის გაყიდვაზეა საუბარი, ეს პროცესი ერთი შეხედვით ძალიან რთული შეიძლება მოგვეჩვენოს, რადგან ალბათ, ერთხელ მაინც ყველას გვიფიქრია: სად განვათავსო ჩემი გასაყიდი ნივთი? როგორ გავყიდო მარტივად? შეძენის ყველა მსურველს ცალ-ცალკე უნდა შევხვდე? როგორ გავამარტივო ეს პროცესი? 

თუმცა, კარგი ამბავია ის, რომ ამ და ყველა სხვა კითხვაზე პასუხი მეორადი ნივთის Mymarket-ზე განთავსებაა, სადაც ყოველთვიურად ასობით მომხმარებელი ყიდის და ყიდულობს სასურველ პროდუქტებს. 

რა უპირატესობები აქვს მეორადი ნივთის ონლაინ გაყიდვას?

– ნივთების ყიდვა-გაყიდვა სწრაფად და მარტივად ხდება;

– ნივთების ყიდვა-გაყიდვის სრული პროცესი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მიმდინარეობს;

– მეორადი ნივთის შეძენისას შეგიძლია ასევე განვადებით სარგებლობა, რაც უფრო ამარტივებს, როგორც ყიდვის ასევე გაყიდვის პროეცესს, ასეთ დროს გამყიდველს ერიცხება სრული ღირებულება, ხოლო მყიდველი მას ფარავს ეტაპობრივად;

– შეძენილ ან გაყიდულ ნივთზე საკურიერო მომსახურება სრულიად უფასოა გამყიდველისთვის. 

გარდა აქ ჩამოთვლილი უპირატესობებისა, Mymarket-ის ვებგვერდზე 21 დეკემბრამდე წლის ყველაზე საინტერესო აქცია მოქმედებს: თუ, Mymarket.ge-ზე გაყიდი პროდუქციას, რომლის ღირებულება 300 ლარს აღემატება, გადმოგეცემა VENDOO-ს 250₾-მდე ვაუჩერი, რომლითაც ახალი ნივთების შეძენას შეძლებ. 

ახლა კი იმ მარტივი ნაბიჯების შესახებ მოგიყვებით, რომელიც ნივთის გასაყიდად უნდა გაიარო: 

რეგისტრაცია 

თუ შენი ნივთების გაყიდვას აპირებ, პირვლ რიგში, საჭიროა დარეგისტრირდე Mymarket.ge-ზე. პროცესი ძალიან მარტივია და პირადი მონაცემების მითითებას გულისხმობს: 

– სქესი;

– მეილი;

– მობილურის ნომერი. 

ნივთის აღწერა & მონაცემები 

შემდეგი ნაბიჯი უშუალოდ ნივთის განთავსებაა. ამისათვის, შეგყავს გასაყიდი პროდუქტის მონაცემები და ტვირთავ მის სურათს. აუცილებლად უნდა მიუთითო, რომ გსურს ნივთის ონლიან გაყიდვა. გარდა ნივთის აღწერილობისა, პროცესის დასასრულებლად ამატებ შემდეგ მონაცემებსაც: 

– მისამართი, საიდანაც კურიერმა ნივთი უნდა წამოიღოს;

– ანგარიშის ნომერი, რომელიც საიტზე არ ჩანს. 

ტრანსპორტირება: უფასო საკურიერო მომსახურება 

თუ შენ მიერ განთავსებული პროდუქტი მყიდველს იმდენად მოეწონა, რომ შეძენაც გადაწყვიტა, მისი ადრესატამდე მიტანაშიც Mymarket-ი დაგეხმარება. კომპანიის კურიერული მომსახურება უფასოა და გაყიდული ნივთის მყიდველამდე უსაფრთხოდა და უსწრაფესად ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. კურიერი 15 წუთის განმავლობაში ელოდება მყიდველს, რათა შეძენილი ნივთი შეამოწმოს და საბოლოოდ გადაწყვიტოს სურს თუ არა მისი დატოვება. თუ მყიდველი ნივთს დაიტოვებს, ნივთის ღირებულება სრულად ჩაგერიცხება, სხვა შემთხვევაში ნივთი უკან დაგიბრუნდება. 

როგორ შევიძინო მეორადი ნივთი სახლიდან გაუსვლელად? 

ხოლო ის, ვინც მეორადი ნივთების შეძენითაა დაინტერესებული, ვებგვერდზე მასზე მორგებული მარტივი საძიებო სისტემა დახვდება. 

რეგისტრაცია 

თუმცა, სასურველი პროდუქტის შესაძენად, პირველ რიგში, საჭიროა გაიარო რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხარ, – ავტორიზაცია. შემდეგ, ჩააგდე ნივთი კალათაში ან დააჭირე “სწრაფ ყიდვას”. როგორც ხედავ, პროცესი აქაც ძალიან მარტივია. შეძენის შემდეგ ნაბიჯზე მიუთითე მიმღების: 

– მისამართი;

– სახელი და გვარი; 

– მობილურის ნომერი;

– პირადი ნომერი. 

გადახდის მეთოდი

Mymarket-ზე მეორეული ნივთის შეძენისას, შესაძლოა ითქვას, რომ გადახდის პროცესი არაფრით განსხვავდება მაღაზიაში ახლი ნივთის შეძენისგან. ვინაიდან, ვებგვერდზე შესაძლებელია როგორც თანხის სრულად ანუ ერთიანად გადახდა, ასევე TBC-ის განვადებით სარგებლობა. განვადებით სარგებლობის შემთხვევაში, ნივთის ჩაბარებისთანავე გამყიდველს ერიცხება სრული თანხა, ხოლო მყიდველი ნივთის ღირებულებას ფარავს ეტაპობრივად. მეტი კომფორტულობისთვის, გადახდის მეთოდების სრული ჩამონათვალი შემდეგია: 

– ბარათით გადახდა;

– ერთგული ქულებით გადახდა; 

– სწრაფი გადახდის აპარატით გადახდა;

– TBC-ის განვადებით გადახდა. 

როგორც ხედავ, მეორადი ნივთების როგორც შეძენა, ასევე გაყიდვაც ძალიან მარტივია, თუ იცი სად განათავსო და ეძებო შენთვის სასურველი ნივთები. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *