როგორ შეიცვლება TNET-ის ციფრული მარკეტინგი გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით

სულ რამდენიმე თვის წინ, TNET-ის გუნდმა მომხმარებლებს მობილური სუპერ აპლიკაცია წარუდგინა. ესაა უმსხვილესი ტექნოლოგიური ეკოსისტემა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ისეთ მსხვილ პლატფორმებს, როგორებსაც ყოველდღიურად ვსტუმრობთ იქომერსის მოყვარულები: Vendoo, TKT.ge, Swoop.ge. TNET 10 პლატფორიმისა და 5 მობილური აპლიკაციისაგან შედგება. მისი მისია სხვადასხვა ინოვაციური სერვისისა და პროდუქტის შეთავაზებით ადამიანების ყოველდღიურობის გამარტივებაა.

ცოტა ხნის წინ, კომპანიის გუნდს გიორგი კალანდია შეუერთდა და ციფრული მარკეტინგის მიმართულება ჩაიბარა. TNET-მდე მას არაერთ დიდ კომპანიასთან აქვს თანამშრომლობის გამოცდილება, ახლა კი თინეთის ციფრული მარკეტინგის განვითარების პერსპექტივაზე გვესაუბრება.

„ჩემი კარიერული გზა მოიცავს 7-წლიან გამოცდილებას ციფრული მარკეტინგის განხრით. პირველი ნაბიჯები ციფრულ მარკეტინგში „ოკტოპუს ფიტნესს კლუბიდან“ დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში, ვმუშაობ როგორც საერთაშორისო ასევე ლოკალურ კომპანიებთან. ჩემი გამოცდილება მოიცავს შემდეგ კომპანიებს: ჯი-თი მოტორსი, BMW, Mini, Land Rover, Ford, Jaguar, სასტუმრო Marco Polo, Unix Development, ასევე, ვთანამშრომლობდი სხვადასხვა სააგენტოსთან, კონსულტანტისა და ციფრული მარკეტერის როლით.

ვიყავი ლექტორიც. ვასწავლიდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში და ორი წლის განმავლობაში, 400-მდე ადამიანი დავატრენინგე.

წინა პოზიცია კომპანია „მეამას“ უკავშირდება. იქ Chief Digital Officer ვიყავი, რაც ციფრული პროდუქტების განვითარებას მარკეტინგის განხრით და ციფრული მარკეტინგის მართვას გულისხმობდა.“

როგორ შეაფასებ TNET-ის ციფრულ მარკეტინგს ამ დროისთვის?

თინეთს პლატფორმების მრავალფეროვნება გამოარჩევს. მისი ერთი დიდი ეკოსისტემა  ციფრული მარკეტინგისთვის დიდ შესაძლებლობებს ქმნის. Paid და Own Channel-ებში, ორივე ნაწილში ბევრი ნიუანსია. მთლიანობაში, TNET-ის ციფრულ მარკეტინგს მზარდი ტენდენცია აქვს. მისი განვითარებისთვის უამრავი გზა არსებობს, რაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამოწვევაა.

განვითარების რა პერსპექტივა აქვს TNET-ს დიჯითალ მარკეტინგში?

ავტომატიზაცია, Data Drive Marketing, Predictive Performance Marketing, AI Driven Marketing – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რა პერსპექტივებსაც ვხედავთ ციფრული მარკეტინგის განვითარებაში

როგორია შენი გეგმები TNET-ის ციფრული მარკეტინგის განვითარების კუთხით?

განვითარდი და განავითარე. თინეთის ციფრული მარკეტინგის გუნდის მთავარი მიზანი იქნება, რომ სათითაო პლატფორმა მაქსიმალურად ეფექტური და ავტომატიზირებული გავხადოთ, გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რაც ამ მიმართულებას გააჩნია. გეგმები დასახულია: პირველ რიგში, პლატფორმებზე ტექნიკური შესაძლებლობების აღმოჩენა, მათი მოგვარების გზების პოვნაა. შემდეგ, გუნდთან ერთად ამ ამოცანებზე მუშაობა, ცოდნის მიღება და გაზიარება. Tnet-ის ციფრული მარკეტინგის გუნდმა ერთად უნდა გავიაროთ ის გზა, რასაც 21-ე საუკუნის ციფრული მარკეტინგი გვთავაზობს, ვადაპტირდეთ ყოველდღიურად, გავზარდოთ Paid და Organic ეფექტურობა, ვიყოთ მუდამ მოწინავე პოზიციებზე და მოვარგოთ ციფრული მარკეტინგი მომხმარებლის ქცევასა და მოთხოვნებს. 

რითაა საინტერესო შენთვის Tnet-ის ციფრულ მიმართულებაზე მუშაობა?

მრავალფეროვნება, TNET-ი საქართველოში ციფრული მარკეტერების საოცნებო სამსახურად შეიძლება ჩაითვალოს. Სხვადასხვა ბიზნესს კატეგორიები, Data, დიდი გუნდი ყველა მიმართულებით. პოტენციალი, განვითარება.

„ეს არ გამოვა“ – ეს ისაა, რასაც TNET-ში ვერ იტყვი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მსგავსი პოსტები