სამყაროს ტექნოლოგიური განვითარების ფეხდაფეხ, ვითარდება და ფორმირდება ის პროფესიებიც, რომლებიც ახალ გარემოსთან ადაპტირებასა და დანერგილი თუ აღმოჩენილი ტექნოლოგიების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენებაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მომავალში იარსებებს უამრავი ისეთი პროფესია, რომლის შესახებაც ფიქრი, დღეს შესაძლოა უცნაურადაც კი მოგვეჩვენოს. ამ ბლოგში, სწორედ რამდენიმე ისეთი საქმიანობის შესახებ მოგიყვებით, რომელიც მომავალში ძალიან მოთხოვნადი იქნება:
სატელიტური ქსელის ტექნიკური ინჟინერი
2022 წელს, SpaceX-მა 4000 პატარა თანამგზავრი გაუშვა დედამიწის low-earth ორბიტაზე, რათა მაღალი სიჩქარის უკაბელო კავშირი დედამიწაზე ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამ დღიდან, დედამიწის ყველა კუთხეში აქვთ წვდომა მაღალსიჩქარიან გლობალურ ინტრანეტზე.
მომავალში, სატელიტური ქსელის ტექნიკური ინჟინრები პასუხისმგებელნი იქნებიან გლობალური უკაბელო სატელიტური ქსელის გამართულ ფუნქციონირებაზე. სატელიტური ქსელის ინჟინერი, ასევე, განაახლებს პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნიკურ აპარატურას თანამგზავრების შიგნით.
ინოვაციების მენეჯერი
ინოვაციების მენეჯერი იმუშავებს როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი ან იქნება თავად ორგანიზაციაში, დასაქმებული რათა შექმნას გარემო, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებს.
ინოვაციის მენეჯერები შეიმუშავებენ სტრატეგიებსა და პროცესებს, რომელშიც ჩართულები იქნებიან სხვადასხვა დარგის ექსპერტები. ისინი წარმართავენ ბრეინშტორმინგის სესიებს და ხელს შეუწყობენ იდეების გაზიარებას, რომელიც ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებისა და განვითარებისკენ იქნება მიმართული.
ინოვაციების მენეჯერის მოვალეობა ახალ მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების მოძიება იქნება, რათა შექმნას და შეინარჩუნოს ნაყოფიერი გარემო, რომელიც ინოვაციურ აზროვნებასა და მის რეალიზაციას სჭირდება.
მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული სამედიცინო დიაგნოსტიკოსი
მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული სამედიცინო დიაგნოსტიკი სპეციალიზირებული იქნება შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის გაანალიზებაში, რათა რთული სამედიცინო შემთხვევებისას ან, როდესაც პაციენტს ფარული სიმპტომები ახასიათებს, შესაძლებელი გახდეს დიაგნოზის დასმა.
დიაგნოსტიკოსი დიდი რაოდენობით მონაცემებს მრავალი სხვადასხვა წყაროდან შეაგროვებს, მათ შორის, გარემოს მონიტორინგის მოწყობილობებიდან, ექიმების მიერ ჩატარებული ტესტებიდან, გენეტიკური პროფილებისა და პაციენტის სამედიცინო ისტორიიდან.
ალგორითმის თარჯიმანი
მონაცემთა ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ალგორითმია, რომელიც მონაცემებს შაბლონებად შლის, რაც შემდეგ პროგნოზირებადი ინტერვენციისთვის გამოიყენება, მაგალითად, როგორიცაა ინდივიდების პირადი პრეფერენციების პროგნოზირება საყიდლების შეძენისას.
თუმცა, ბევრ ადამიანს ან კომპანიას, რომლებიც მუშაობენ ალგორითმზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროგრამულ უზრუნველყოფასა და სისტემასთან იმუშავებენ, შეზღუდული ცოდნა ექნებათ იმის შესახებ, თუ საიდან გამომდინარეობს ალგორითმის მიერ მიღებული ინტერპრეტაციის საფუძვლები.
სწორედ ამ დროს, ალგორითმის თარჯიმანი ადამიანებს იმის გაცნობიერებაში დაეხმარება, თუ რა არის ალგორითმის მუშაობის პრინციპი და რატომ მიიღო ხელოვნურმა ინტელექტმა კონკრეტული გადაწყვეტილება/დასკვნა.
ხელოვნური ინტელექტის მასწავლებელი
ხელოვნური ინტელექტის მასწავლებლები ადამიანებს AI სისტემების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენებას ასწავლიან. ეს შეიძლება მოიცავდეს იმის შესწავლას, თუ როგორ უნდა ვემუშაოთ ციფრულ ასისტენტს, როგორ გამოვიყენოთ ალგორითმული ხელსაწყოები დიდი მონაცემების გასაანალიზებლად ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად.
ალგორითმის თარჯიმნისგან განსხვავებით, AI-ს მასწავლებელი ადამიანებს ასწავლის თუ როგორ სწავლობენ და ადაპტირდებიან რობოტები.
აგროეკოლოგიური ფერმერი
აგროეკოლოგიური ფერმერი მოიყვანს ნათესებსა და ბიოსაწვავს, ამასთანავე აღადგენს სასოფლო-სამეურნეო ბალანსს.
ამ პროფესიის ადამიანები დაამუშავებენ სასოფლო-სამეურნეო ეკოსისტემებს,, რათა შექმნან ეფექტური და მდგრადი საშუალებები სამყაროს გამოსაკვებად.
ბევრი აგროეკოლოგიური ფერმერი ქალაქად იქნება დასაქმებული, სადაც ისინი ვერტიკალურ მეურნეობებს მართავენ, მაგრამ სხვები კვლავ სოფლად განთავსდებიან.
აგროეკოლოგიური ფერმერი, ურთიერთდამუშავების ტექნიკის გამოყენებით, ხეებს, ბუჩქებსა და სარეველას კულტურებს ამუშავებს, რათა სასარგებლო მიკროკლიმატი შეიქმნას და ამავდროულად, მავნე მწერები მარტივად მოიგერიონ.
აგროეკოლოგიური ფერმერები ტექნოლოგიების ფართო სპექტრს გამოიყენებენ, მათ შორის, რობოტებს – საველე სამუშაოებისთვის, გენის რედაქტირებას – გამძლე კულტურების შესაქმნელად.
გარდა აქ მოცემული საქმიანობებისა, როგორც Griffith University-ს, Deakin University-ს და Ford-ის ერთობლივი კვლევა გვეუბნება, მომავლის პროფესიები კიდევ სხვა მრავალ კარიერულ განვითარებას მოიცავს და ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ პროცესი ყოველ წამს ვითარდება და ბევრ ცვლილებას ითვალისწინებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მუდმივად ვადევნოთ თვალყური მსოფლიო ინდუსტრიებში მიმდინარე სიახლეებს და სავარაუდო მომავალიც შესაბამისად განვსაზღვროთ.