TBC TechXplore 2024: გაიცანით ჰაკათონში მონაწილე TNET-ის გუნდი

თანამედროვე გამოწვევები თანამედროვე გადაწყვეტებს მოითხოვს, რაც ხშირად ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, TBC TechXplore ინოვატორებს, ტექნო ენთუზიასტებს, თუ უბრალოდ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალებას აძლევს ჰაკათონის ფარგლებში გაერთიანდნენ, ჩამოაყალიბონ მინიმუმ 2, ან მაქსიმუმ 4 ადამიანით დაკმპლექტებული გუნდი და შექმნან ინოვაციური  ფუნქციონალის მქონე საბანკო ციფრული პროდუქტი, რომელიც ზუსტად ერგება მომხმარებლის გამოცდილებას და პასუხობს მის საჭიროებებს. 

2024 წლის TBC TechXplore ჰაკათონში, რომელიც 18-20 ოქტომბერს TNET-ის მხარდაჭერით ტარდება, მონაწილეობას მრავალ სხვა ენთუზიასტსა და პროფესიონალთან ერთად, TNET-ის ტექნოლოგიური გუნდის წარმომადგენლებიც იღებენ და მიზნად ისეთი პროდუქტის შექმნას ისახავენ, რომელიც ადამიანების ცხოვრებას გაამარტივებს და ციფრული საბანკო სერვისების გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. 

“ჰაკათონი შესანიშნავი გამოწვევაა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისათვის, რადგან საკუთარი თავისა და უნარების გამოცდა, ყველაზე უკეთ, სწორედ TechXplore-შია შესაძლებელი. პირადად ჩემთვის, გარდა ამისა, TechXplore ახალი უნარებისა და ცოდნის ათვისებასაც ნიშნავს.” – მიხეილ ივანისელი, QA Engineer, Super App. 

TechXplore ძალიან საინტერესოა იმ მხრივაც, რომ იგი აერთიანებს როგორც ტექნიკურ, ასევე კრეატიულ ადამიანებს და სწორედ მათი ერთობლივი ძალისხმევით არსებული პრობლემების ინოვაციური გზებით გადაჭრა შესაძლებელი და რეალური ხდება. 

“ვფიქრობ, ჰაკათონი მომცემს შესაძლებლობას გავიცნო ახალი ადამიანები, რომლებიც საინტერესოდ და განსხვავებულად ფიქრობენ და საბოლოო ჯამში, დავიმუხტო ახალი ენერგიით, რომელიც ჩემი მოტივიაციის წახალისებისა და განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.” – ირაკლი ჯოხაძე, BackEnd Developer, Super App. 

TNET-ის გუნდს მენტორობას TKT.ge-ის ტექნოლოგიური გუნდიდან ლუკა ბერიანიძე გაუწევს, რომელიც გამოცდილი Engineering Manager-ია:

ჰაკათონზე გუნდის მენტორობა ჩემთვის სასიამოვნო და საინტერესო სიახლეა, რასაც განსაკუთრებული ენთუზიაზმით ვუდგები. ჩემთვის, ეს როლი ბევრ გამოწვევასა და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. მენტორი ვალდებულია ჩართული იყოს გუნდის იდეების განხილვის პროცესში, შეძლოს გუნდისთვის ღირებული რჩევების მიწოდება, სრულყოფის მიზნით, დიდ ფილტრში გაატაროს ინიციატივები სრულყოფის მიზნით და ტექნიკური თვალსაზრისით, მართებული კონსულტაცია გაუწიოს.”

TechXplore მონაწილეებისაგან თავიანთი შესაძლებლობებისა და კრეატივის მაქსიმუმალურად გამოყენებას მოითხოვს, სწორედ ამიტომ, თითოეული ნამუშევარი დეტალური განხილვისა და შეფასების პროცესს გადის, რაც სამართლიანად გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც ყველაზე ინოვაციურ, შეკრულ და ძლიერ პროდუქტს შექმნიან. 

“ჰაკათონი ქმნის ნეთვორქინგის შესაძლებლობებს, ხელს უწყობს ინოვაციების განვითარებას ქვეყანაში და აძლიერებს პრობლემების გადაჭრაზე მუშაობის უნარებს. პირადად ჩემთვის, როგორც ჟიურის წევრისთვის, ეს არის შანსი გავეცნო ახალ იდეებს, წავახალისო ახალგაზრდა ტალანტები და მათ საკუთარი ნააზრევის განვითარებაში დავეხმარო.” – მერაბი კუტალია, Engineering Manager, Super App. 

ჰაკათონში მონაწილე გუნდები დეტალურ ბრიფს ადგილზებე გაეცნობიან და ნამუშევრების წარსადგენად გონივრული დრო ექნებათ მინიჭებული. საბოლოოდ, ჰაკათონის დასრულების შემდეგ, გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც ფულადი პრიზით დასაჩუქრდებიან: 

  • I ადგილი – 10,000 ლარი
  • II ადგილი – 6,000 ლარი
  • III ადგილი – 4,000 ლარი.

“ვინაიდან, ჰაკათონის მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობაც მატულობს, მონაწილეების მსურველებს გეტყვით, რომ გუნდი სასურველია იყოს მრავალფეროვანი და აერთიანებდეს ტექნიკურ, ბიზნეს და დიზაინის უნარებს. ვფიქრობ, ყველაზე გამოსადეგი ძლიერი პროგრამირების და UX/UI დიზაინის უნარებია, ასევე ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური თანამშრომლობა. თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია სულ გახსოვდეთ, რომ მთავარია პროცესით სიამოვნება მიიღოთ და დასამახსოვრებელი გამოცდილება შეიქმნათ. ყველას გისურვებთ წარმატებებს, შევხვდებით TechXplore-ზე.” -მერაბი კუტალია, Engineering Manager, Super App. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მსგავსი პოსტები