დღევანდელ სწრაფად განვითარებად გარემოში, პროფესიონალები ხელოვნური ინტელექტის (AI-ს) შესაძლებლობებს ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად და შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის გასაზრდელად იყენებენ. ბოლოდროინდელი AI სისტემები, ისეთი, როგორიცაა ChatGPT, BARD, DALL·E და MidJourney, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანების პირად ასისტენტებად იქცნენ. უფრო ზუსტად, იმას, თუ რა სარგებელი მოაქვთ არსებულ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ამ ბლოგში გაგაცნობთ:
კომუნიკაცია და კვლევა
ეპოქაში, სადაც ეფექტური კომუნიკაცია ყველა წარმატებული ბიზნესის გასაღებია, AI-ზე მომუშავე ჩატბოტი – ChatGPT, იდეალური შედეგის მისაღწევად, უბადლო წყაროა. პროექტ მენეჯერებს, მკვლევარ-ანალიტიკოსებს, ქოფირაითერებს, თუ ადამიანების მხარდაჭერის გუნდის წევრებს, ChatGPT-ის გამოყენებით უამრავი დროის დაზოგვა შეუძლიათ. ვინაიდან, ChatGPT სულ რამდენიმე წამში გვაწვდის ამა თუ იმ საკითხის შესახებ ინტერნეტში გაბნეულ ინფორმაციას, რომლის მოსაძიებლად და გასაფილტრად, მხოლოდ ჩვენი ძალების გამოყენებით, საათები ან თუნდაც დღეები დაგვჭირდებოდა.
გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ChatGPT-ი უამრავ ენას ფლობს, მათ შორის, ინგლისურს, ესპანურს, იტალიურს, გერმანულს, პორტუგალიურს, ჰოლანდიურს, ჩინურს, იაპონურს, კორეულს და სხვა, შესამჩნევად მარტივდება ურთიერთობები უცხოენოვან ადამიანს შორის, რაც თავისთავად ზრდის freelance-ზე სხვადასხვა მცირე თუ დიდ პროექტზე მომუშავე ადამიანების დასაქმების შანსს.
ინსპირაცია
შემოქმედებით სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, DALL·E ექსტრაორდინალური ინსტრუმენტია, რომელიც წარმოსახვისა და შემოქმედებითობის საზღვრების გაღვივებაში გვეხმარება. ეს შესანიშნავი AI სისტემა ტექსტური აღწერილობების მეშვეობით, განსაცვიფრებელ დიზაინებს ქმნის. გრაფიკული დიზაინერები, მხატვრები, თუ სხვა არტისტები DALL·E-ის მეშვეობით სწრაფად უმკლავდებიან მარტივ დავალებებს და ხშირად იყენებენ მას, როგორც ინსპირაციას.
ხელმისაწვდომობა
ინკლუზიურ საზოგადოებაში, ბიზნესებისა და უბრალოდ პროფესიონალებისათვის, ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ასეთ სოციუმში, BARD-ის (Business Accessibility Resource Development) დამკვიდრება, რომელიც AI-ზე მომუშავე ციფრული ხელსაწყოა და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ციფრული კონტენტის შექმნას უზრუნველყოფს, ერთიორად ზრდის როგორც ბიზნესს, ასევე ეხმარება ამ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს და რაც მთავარია, მათი პროდუქტის მომხმარებლებს. BARD-ი ზედმიწევნით იკვლევს დოკუმენტებს, ვებგვერდებს, აპლიკაციებს და შესაბამისად, პოულობს პოტენციურ ბარიერებს, რაც ბიზნესებსა და ამ ბიზნესებში დასაქმებულ კადრებს, საკუთარი ციფრული თუ ფიზიკური სივრცეების გაუმჯობესებასა და პროდუქტიულობის ზრდაში ეხმარება. განსაკუთრებით მათ, ვინც ვებდეველოპმენტის, კონტენტის წარმოებისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს, BARD-ი ინკლუზიურ სამუშაო გარემოს ქმნის, სადაც თითოეული ადამიანის საჭიროებები დაკმაყოფილებულია.
გადაწყვეტილების მიღება
მონაცემთ ანალიზისა და განდაწყვეტილებების მიღების სამყაროში, MidJourney-ს ცენტრალური ადგილი უჭირავს, როგორც AI-ზე დაფუძნებულ ტრანსფორმაციულ ანალიტიკურ პლატფორმას. MidJourney იყენებს მანქანური სწავლების ალგორითემებს, რათა გადაჭრას კომპლექსური მონაცემთა წყება, ფარული შაბლონები და ასევე, მოგვაწოდოს სამოქმედო ინსაითები. სხვადასხვა დარგის პროფესიონალები იქნება ეს ფინანსებიდან, ჯანდაცვის სექტორიდან თუ მარკეტინგიდან, ეყრდნობიან MidJourney-ს მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს, რათა ეფექტიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. გადქაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივებით, Midjourney გვეხმარება შევამციროთ ხარჯები, დავაოპტიმიზიროთ სტრატეგია და რაც მთავარია, მივაღწიოთ სასურველ შედეგებს.
როგორც ხედავთ, AI სისტემების დახმარებით, ამა თუ იმ სექტორში დასაქმებული პროფესიონალები თავიანთ ყოველდღიურობას უფრო და უფრო მარტივად და სწრაფად ცვლიან დადებითობისკენ. AI გვეხმარება დავზოგოთ დრო, გავიძლიეროთ წარმოსახვის უნარი, მივიღოთ უტყუარი ინსაითები და უბრალოდ, გავხდეთ მეტად პროდუქტიულები. შესაბამისად, როგორც ტექსამყაროს წარმომადგენლები ამბობენ, დროა, ვისწავლოთ ეფექტური კომუნიკაცია ჩვენს ირგვლივ არსებულ ხელოვნურ ინტელექტთან, რათა რაც შეიძლება მალე შევიძინოთ ეს კიდევ მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც მალე ძალიან მოთხოვნადი გახდება.