რა არის SuperApp

ციფრულმა ტრანსფორმაციამ პირველი სმარტფონის გამოჩენის შემდეგ, დიდი ცვლილებები მოახდინა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. გასული წლების განმავლობაში, მსოფლიო მოსახლეობა სრულად ინტეგრირდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა გასართობ თუ შემეცნებით ციფრულ პლატფორმაზე. 

ამ ცვლილებებთან ერთად, განვითარდა და გაჩნდა უამრავი ვებგვერდი, შეიქმნა და დაიხვეწა სხვადასხვა აპლიკაცია ერთამნეთთან ინტერაქციისთვის, სამუშაო სივრცის დიჯიტალიზაციისა, თუ გეიმინგისათვის. ადამიანებს გაუჩნდათ მოთხოვნა ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად ჩართულიყვნენ ონლაინ სივრცეში და სწორედ იქ განეხორციელებინათ სხვადასხვა აქტივობა: უკეთ გაეცნოთ საყვარელი ბრენდები, მოეწყოთ განტივრთვა სტრესული დღის შემდეგ და სხვა. ამ ყველაფრის დასაკმაყოფილებლად, ჩვენს ლეპტოპებსა და მობილურებში გაჩნდა უამრავი აპლიკაცია, ხოლო ამ აპლიკაციებში ლავირებისა და რესურესებისა და დროის უკეთესად ასათვისებლად, საბოლოოდ, შეიქმნა სუპერ აპის კონცეპტიც, უფრო ზუსტად კი: 

რას გულისხმობს super app

სუპერ აპი არსებითად არის ყოვლისმომცველი გადაწყვეტა მობილური აპლიკაციის დიზაინისათვის. მისი მეშევეობით, მომხმარებელს შეუძლია ერთ აპში მართოს ყველა ის საჭიროება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოიქმნება. ამ გზით, აღარ გჭირდება ჩამოტვირთო უამრავი აპლიკაცია სხვადასხვა ფუნქციების შესასრულებლად. Super App-ები აერთიანებენ ყველაფერს: სოციალური ქსელებს, შოპინგს, საბანკო სერვისებსა და სხვა. 

მაიკ ლაზარიდისმა, BlackBerry-ს დამფუძნებელმა, ტერმინი Super App 2010 წელს შექმნა. მას სუპერ აპი საუკეთესო გადაწყვეტილებად მიაჩნდა სხვადასხვა სფეროებისა და საჭიროებების ერთ სივრცეში მოსაქცევად. თავდაპირველი ელემენტები, რომლითაც სუპერ აპი განისაზღვრებოდა, შემდეგია: 

  • კონსისტენტური 
  • ინტეგრირებული 
  • ეფექტური 
  • კონტექსტუალიზებული 
  • ყოველდღიური გამოყენების

დღეს, სუპერ აპლიკაციები ტექნოლოგიის მხრივ, ძალიან განვითარებულია და არსებობს რამდენიმე ფანტასტიკური სუპერ აპი, რომელიც თითქმის ყველა საჭიროებას აგვარებს, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვთ. მაგალითად, აზიური WeChat, რომელიც ჩინურ ბაზარზე ყველაზე ხშირად გამოყენებული აპლიკაციაა, რომელიც ითავსებს: 

  • ბანკინგს
  • სოციალურ ქსელს
  • თარგმნის სერვისს
  • საჭმლის გამოძახებას 
  • და სხვა. 

როდესაც თანამედროვე გაჯეტებმა ჩვენს ცხოვრებაში პირველად შემოაბიჯა, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი იყო, რაც ბაზრის სიმცირითაც აიხსნება. დღეს, ბაზარი გაცილებით რთულია. ბრენდები მუდმივარ იბრძვიან, რომ მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში აპის მეშვეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავონ. 

საშუალოდ, ადამიანი დღეში მხოლოდ 9 აპლიკაციას ხსნის და თვეში – 30-ს. ყოველი 4- დან, 1 აპი ჩამოტვირთვის შემდეგ მხოლოდ ერთხელ გამოიყენება. მომხმარებლები ყოველდღიურად, საშუალოდ, 4.2 საათს ატარებენ მობილურის ეკრანთან, რაც ტელევიზორის ეკრანთან გატარებულ დროს უკვე აჭარბებს. აშშ-ის მომხმარებელთა 67% დაინტერესებულია სუპერ აპების გამოყენებით და მათი მეშვეობით უამრავი აპლიკაციის ჩანაცვლებით. 

იმისათვის, რომ უკეთ მივხვდეთ თუ რა განაპირობებს სუპერ აპების მიმართ მზარდ ინტერესსა და ბაზარზე მათ მუმდივ განვითარებას, მოდით, მისი დანერგვით გამოწვეული სარგებელი განვიხილოთ ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის: 

  1. იმის გამო, რომ სუპერ აპლიკაციების სამიზნე აუდიტორია, თავად აპის მრავალხმრივი ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან ფართოა და მოიცავს უზარმაზარ რეგიონს, ასეთი ტიპის გადაწყვეტა ბიზნესისთვის ამცირებს პროდუქტის გაშვებასთან დაკავშირებულ რისკებს.
  2. “მინი აპლიკაციები”, რომლებიც ქმნიან სუპერ აპს, ბიზნესისგან არ მოითხოვს დიდ ბიუჯეტს მისი განვითარებისთვის. ეს გამოწვეული ფაქტით, რომ სუპერ აპი  ქმნის სივრცეს ინტეგრაციისთვის და ითვალისწინებს პლატფორმაზე დაფუძნებულ მიდგომას პროდუქტების მასშტაბურობის გათვლისას. 
  3. სუპერ აპი ახალი მომხმარებლისთვის ძალიან არტივი გამოსაყენებლია და ზოგავს მათ დროსა და ენერგიას. 
  4. უმეტესად, super app საუკეთესო user experience-ს სთავაზობს მომხმარებელს, რაც მის მოხმარებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. 
  5. რაც მთავარია, სუპერ აპების სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს როგორც მომხმარებლის, ასევე ბიზნესის პირადი და შიდა ინფორმაციის გავრცელებასა და უზრუნველყოფს ჰაკერული თავდასხმების განეიტრალებასაც.

როგორც ხედავთ, ციფრული სამყარო წარმოუდგენლად სწრაფი ტემპით ვითარდება და ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად, სუპერ აპები უფრო და უფრო მეტ ფუნციონალსა და სერვისს ამატებენ თავიანთ პლატფორმას. ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა და მათ, ვინც სუპერ აპის არსებობით უკვე მოიხიბლა, იმასაც გეტყვით, რომ სულ მალე TNET პირველ ქართულ super app-ს წარუდგენს მომხმარებელს, რომლის მეშვეობითაც შეგეძლებათ შოპინგი, საბანკო სერვისებით სარგებლობა, თინეთის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ყველა კომპანიის მომსახურების მიღება და სხვა. ახლა კი, რამდენიმე წარმატებულ სუპერ აპლიკაციას გაგაცნობთ:

Rappi 

კომპანია ერთი სუპერ აპის დახმარებით მრავალ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. საწყის ეტაპზე, Rappi მხოლოდ საკვების მიტანის სერვისით შემოიფარგლებოდა და ამჟამად კი სხვადასხვა მომსახურებება 9 ქვეყანაში გააქვთ. მათი სერვისებია: 

  • რესტორნები 
  • აფთიაქი
  • მაღაზიები
  • მოგზაურობა 
  • და სხვა. 

Grab 

კომპანია, თავდაპირველად, ტაქსის სერვისი იყო, რომელიც მალაიზიაში დაფუძნდა. 2013 წელს, Grab-ის გადაბრენდვის შემდეგ, სათაო ოფისი სინგაპურში გადავიდა და ახალი ფუნქციონალების შეძენაც დაიწყო. ამ ეტაპზე, მისი სამომხმარებლო ბაზა 187-მილიონ ადამიანს აერთიანებს. კომპანიის სერვისებია: 

  • საჭმლის მიტანა
  • ხილ-ბოსტნეულის მიტანა
  • საკურიერო მომსახურება 
  • გადახდები 
  • სასტუმროების დაჯავშნა
  • და სხვა.

Gojek 

ამ ბრენდის ისტორია სატელეფონო ცენტრის სერვისით დაიწყო. კომპანია ინდონეზიაში დაფუძნდა და დღეს, 170-მილიონი მომხმარებლით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული სუპერ აპია მსოფლიოში. Gojek 20-ზე მეტ სერვისს გვთავაზობს, რომელიც მოიცავს: 

  • ტრანსპორტი
  • საჭმლის გამოძახება
  • გადახდები 
  • შოპინგი 
  • ბიზნესი
  • გართობა
  • მედია. 
მსგავსი პოსტები