თინეთი საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემაა, რომელიც 10 სხვადასხვა ციფრულ პლატფორმას აერთიანებს. კომპანიამ, რამდენიმე თვის წინ, მომხმარებელს პირველი სუპერ აპი საქართველოში წარუდგინა, რომლის მეშვეობითაც დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება ისარგებლოს გადახდების სერვისით. ახალი ფუნქციონალი შემდეგ სერვისების ციფრულ დაფარვას მოიცავს:
– კომუნალური გადასახადები (ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი, დასუფთავება);
– საპატრულო ჯარიმები;
– ინტერნეტი და ტელევიზია;
– მობილური ბალანსის შევსება.
რაც მთავარია, სუპერ აპის საშუალებით გადახდების შესრულება დამატებითი საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი. გარდა ამისა, მომხმარებელს აპში დამატებული სატრანსპორტო საშუალების დაჯარიმების შემთხვევაში, შეტყობინება უშუალოდ აპლიკაციაშივე გაეგზავნება. Სუპერ აპი ასევე, შეგახსენებთ ჯარიმის გადახდის საშეღავათო და კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი საგადახდო ვადის ამოწურვის მოახლოებას.
დამატებით, იმისთვის, რომ აპის მოხმარება თითოეული ადამიანისთვის მაქსიმალურად კომფორტული გახდეს, მომხმარებელს შეეძლება სხვადასხვა შაბლონის ქვეშ დააჯგუფოს თავისი გადახდები, მაგალითად, კომუნალურები და სხვა.
სულ მალე სუპერ აპი კიდევ უფრო მასშტაბურ და მნიშვნელოვან სიახლეებს შემოგვთავაზებს. აპლიკაციის ჩამოტვირთვა სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი როგორც Android, ასევე IOS სისტემაზე. თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობ სუპერ აპით, ჩამოტვირთე სწრაფად და მარტივად.