Mastercard-ის და TKT.GE-ს ერთობლივი აქცია

  1. გათამაშების მოკლე აღწერა:

https://fly.tkt.ge/-ზე იტალიის მიმართულებით ფრენის ორმხრივი ბილეთის შეძენისას, Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, ჩაერთოს TKT.Ge-სა და Mastercard-ის ერთობლივად ინიცირებულ გათამაშებაში და მიიღოს საფეხბურთო კლუბ ნაპოლის მატჩზე  დასასწრები ბილეთი საჩუქრად.

  • გათამაშების წესები და პირობები :
  • ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და თამაშდება მხოლოდ 30 (ოცდაათი) ბილეთი;
  • გათამაშების ბილეთი გადაეცემა პირველ 30 (ოცდაათი) მგზავრს, რომელიც https://fly.tkt.ge/-ზე შეიძენს იტალიის მიმართულებით გაფრენა/გამოფრენის ბილეთს;
  • ერთ მგზავრზე თამაშდება მხოლოდ ერთი ბილეთი;
  • ერთ მომხმარებელზე ბილეთების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
  • მოგებული ბილეთი სახელობითია და მეორე პირი მის გამოყენებას ვერ შეძლებს;
  • მოგებული მატჩის ბილეთი ფორმდება მგზავრზე და არა შემძენ პირზე;

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შემდეგი წინაპირობების კუმულაციურად დაკმაყოფილება:

  • https://fly.tkt.ge/-ზე იტალიის (მიუხედავად ჩასაფრენი ან/და გამოსაფრენი ქალაქისა) მიმართულებით ფრენის ორმხრივი (იგულისხმება გაფრენა-გამოფრენის ბილეთი) ბილეთის შეძენა;
  • ბილეთის შეძენისას გადახდის საშუალებად Mastercard-ის ბარათის გამოყენება;
  • გამარჯვებული საფეხბურთო კლუბ ნაპოლის მატჩის დღეს იმყოფებოდეს იტალიაში;
  • აქციის პირობებით სარგებლობენ მხოლოდ ფიზიკური პირები;
  • გათამაშების ჩატარების ვადები:
  • აქცია მოქმედებს 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2022 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით;
  • გათამაშების გამარჯვებულების გამოვლენის წესები და პირობები:
  • გამარჯვებულებს, ბილეთების ყიდვიდან 1 (ერთი) სამუშაო დღეში დაუკავშირდება TKT.Ge-ის ცხელი ხაზი;
  • მოგებული ბილეთი გამარჯვებულს ელექტრონულად გაეგზავნება გათამაშების დასრულებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღეში.
  • გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს :
  • მომხმარებელი, რომელმაც შეიძინა მხოლოდ გაფრენის ბილეთი;
  • იურიდიული პირები, მათ შორის ტურისტული კომპანიები;