VIN კოდით ავტომობილის შემოწმება

ავტომობილების მოყარულებისთვის VIN კოდი მაგიური სიტყვაა. ხოლო მათ, ვინც ახლა ეცნობა ამ სფეროს, გეტყვით, რომ VIN მანქანის თითის ანაბეჭდს ჰგავს, ვინაიდან VIN კოდი თითოეული მანქანისთვის უნიკალურია. თუ VIN კოდი იცი, შეგიძლია მანქანის მწარმოებელი, მოდელი, წელი და წარმოების ადგილი, ასევე ყველა ტექნიკური მახასიათებელი მოიძიო. 

უფრო კარგად რომ გაგარკვიოთ, VIN (ავტომობილის საედინტიფიკაციო ნომრის აკრონიმი) არის უნიკალური კოდი, რომელსაც საავტომობილო ინდუსტრია იყენებს ყველა მანქანის, ავტობუსის, სატვირთო მანქანის, მოტოციკლის ან თუნდაც მისაბმელის იდენტიფიკაციისთვის. 

ისტორია

პირველი VIN კოდები მე-20 საუკუნის შუა ხანებში აშშ-ში გამოჩნდა. თავდაპირველად, პირველი რამდენიმე დეკადის განმავლობაში VIN-ების უნივერსალური სტანდარტი არ არსებობდა და სხვადასხვა მწარმოებელი სხვადასხვა ფორმატს იყენებდა. VIN ფორმატი სტანდარტიზებული მხოლოდ 181 წელს გახდა. მას შემდეგ, გაყიდულ ყველა მანქანას უნდა ჰქონდეს 17-სიმბოლოიანი კოდი, რომელიც შედგება მხოლოდ ციფრებისა და მთავრული ასოებისაგან. უფრო მეტიც, იმასაც გეტყვით, რომ არ შეიძლება VIN კოდი შეიცავდეს ასოებს I, O და Q, რათა მომხმარებელმა თავიდან აიცილოს მსგავსებით გამოწვეული დაბნეულობა 1-სა და 0 რიცხვებთან. 

რას ნიშნავს VIN სიმბოლოები?

პირველ 3 სიმბოლოს ეწოდება WMI (World Manufacturer Identifier), ანუ მსოფლიო მწარმოებლის აღმნიშვნელი. ამ სამი სიმბოლოდან 1-ლი, მოგვითხრობს, თუ რომელ ქვეყანაში დამზადდა ავტომობილი ან სად არის მწარმოებლის სათაო ოფისი. მე-2 და მე-3 სიმბოლოები მიუთითებს უშუალოდ მანქანის მწარმოებელზე. 

შუა ნაწილი (4-9 სიმბოლოები) წარმოადგენს VDS-ს (Vehicle Descriptor Section), ანუ ავტომობილის აღწერის განყოფილებას, რომელიც აღწერს მანქანის ტიპს. ადგილობრივი რეგულაციებისა და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო, თითოეულმა მწარმოებელმა VDS-ისთვის საკუთარი უნიკალური სისტემა შეიმუშავა. თუმცა, თითოეული მწარმოებელი საბოლოო ჯამში, VDS გვაწვდის ინფორმაციას მოდელის, სხეულის სტილის, ძრავის ტიპის, კარების, გამოყენებული საავტომობილო პლატფორმისა და სხვათა შესახებ. 

სიმბოლოების ბოლო (10-17) ჯგუფი, გამოიყენება, როგორც VIS (Vehicle Identifier Section), ანუ უშალოდ ავტომობილის იდენტიფიკატორი. ეს არის უნიკალური სერიული ნომერი, რომლითაც მწარმოებელს შეუძლია მანქანის ზუსტი იდენტიფიცირება. შესაბამისად, VIS მოიცავს სრულ ინფორმაციას წარმოების წლიდან დაწყებული, მანქანის ქარხნულ აღჭურვილობამდე. 

რატომ არის VIN კოდი სასარგებლო? 

როგორც მანქანის ID ნომერი, VIN მისი იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება. კონკრეტული ავტომობილის არსებობის განამვლობაში, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგალითად:

  • წარმოება
  • რეგისტრაცია 
  • ინსპექტირება
  • ავარიები
  • შეკეთება 
  • საგარანტიო პრეტენზიები 
  • ქურდობა
  • სადაზღვევო დაფარვა
  • შეძენა

და სხვა აღირიცხება სხვადასხვა რეესტრსა და მონაცემთა ბაზაში VIN კოდის გამოყენებით. ამიტომაც, ადრე თუ გვიან, VIN დეკოდერს შეუძლია მოიძიოს ყველა ეს მონაცემი და შექმნას კონკრეტული მანქანის ისტორიის ანგარიში მომხმარებლისთვის. 

მაშინ, როცა ავტომობილის შეძენას აპირებ, მანქანის VIN-ის შეყვანით, შეგიძლია არა მხოლოდ ავტომობილის შესახებ ძირითადი ფაქტები (წარმოების წელი, ძრავის სიმძლავრე, საწვავი ან ტრანსმისიის ტიპი და ა.შ.) გაიგო, არამედ უფრო კონკრეტული და სასარგებლო მონაცემები. მათ შორის, ავთენტური გარბენი და საარქივო ფოტოები გადაღებული სხვადასხვა დროს და გაიგო მოხვდა თუ არა ავტომობილი ავარიაში, მოპარული ხომ არ არის, რამდენი მფლობელი ჰყოლია შენამდე და სხვა. 

სად ვიპოვი VIN კოდს?

როგორც წესი, მანქანის VIN კოდის პოვნის ორი ძირითდი გზა არსებობს: მის დოკუმენტებში და ასევე, უშუალოდ ავტომობილზე, კართან. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, VIN კოდს აუცილებლად აღმოაჩენ ავტომობილის ტექნიკურ პასპორტში ან სადაზღვევო პოლისში. მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად გადაამოწმო ემთხვევა თუ არა ავტომობილის ყველა VIN ნომერი პასპორტში მოცემულს. თუ ნომრები არ ემთხვევა, გირჩევთ, ავტომობილი არ შეიძინოთ. 

როგორ შევამოწმო VIN კოდი? 

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ, მრავალ სიკეთესთან ერთად, ავტომობილის VIN კოდის გადამოწმებაც მნიშვნელოვნად გაამარტივა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თუ მანქანის შეძენას ფიქრობ მისი VIN კოდის შემოწმება და სრული ინფორმაციის მოძიება ჩვენი ვებგვერდის საშალებით სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია. ამისათვის საჭიროა: 

  • ესტუმრო www.myauto.ge -ს 
  • შეიყვანო ავტომობილის VIN კოდი
  • მიჰყვე ინსტრუქციას 

სულ ეს იყო, ღილაკზე თითის რამდენჯერმე დაჭერით, სასურველი ავტომობილის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებ.